Sunday, October 25, 2015
4-დღე რეფლექსია
სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი გავეცანი, სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის ყველა სეგმენტს რომელსაც ეტაპობრივად შევავსებთ ტრენინგის მსვლელობის პროცესში. ასევე ვისწავლეთ word-ში ტექსტბოქსის და სურათის ჩასმის მექანიზმი.დღევანდელი დღე საკმაოდ ნაყოფიერი იყო.
Saturday, October 24, 2015
3-დღე რეფლექცია
პორტფოლიოს შექმნა
დღეს ტრენინგის მესამე დღეა და უკვე ძალიან ბევრი რამ შევიტყვე ამ პროექტის ფარგლებში, მაგალითად პორთფოლიო, რომელიც სულ მაინტერესებდა თუ რას მოიცავდა და რა სახით უნდა გამოგვეყენებინა იგი პრაქტიკაში. დღეს ჩემთვის სირთულეს არღარ წარმოადგენს პორთფოლიოს შექმნა, მისი დახმარებით შევძლებ მივაწოდო ჩემს მოსწავლეებს ის მასალა რაც შემდგომში დაეხმარებათ სრულყოფილად მოამზადონ პროექტი.ეს მეთოდი ასევე ძალიან აქტუალურია დისტანციური სწავლების პროცესშიც ფაქტობრივად შენ შეგიძლია ინსტრუქცია მიაწოდო მოსწავლეებს აღნიშნული მეთოდი მეშვეობით რაც ერთგვარად ძალიან საინტერესოა.ასევე ვისაუბრეთ საინფორმაციო ბუკლეტისა და პრეზენტაციის შესახებ. რაც შეეხება ტრენინგს იყო ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი განვიხილეთ უამრავი სეგმენტი რასაც სამომავლოდ აუცილებლად გამოვიყენებთ.

Friday, October 23, 2015
რეფლექცია 1-2 დღე
ბლოგის შექმნა გავეცანით ტრენინგის არსს და ვისაუბრეთ იმ საჭირო რესურსების ცოდნაზე რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რათა შევძლოთ პროექტების მართვა სრულყოფილად.ბლოგი ეს არის პროექტების დაგეგმარების საუკეთესო საშუალება სადაც ხდება განთავსება იმ მასალის რისი წარდგენაც გსურთ აუდიტორიასთან.თავდაპირველად საფოსტო ყუთით ხდება მართვა შევდივართ ბლოგერის გვერდზე და ვქმნით ჩვენს ანგარიშს და ეტაპობრივად ვავსებთ ინფორმაციით. რაც შეეხება ტრენერს მან, მოგვაწოდა ინფორმაცია თუ რა სახით უნდა გავაკეთოდ ესა თუ ის პრეზენტაცია და რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. მან გაგვაცნო ის აუცილებელი მასალები რომელიც ინტელმა თარგმნა ქართულ ენაზე, სადაც ახსნილია დაწვრილებით თუ რაზე უნდა გავაკერთოთ აქცენტი რომ კარგი პროექტი გამოგვივიდეს.ასევე ჩავიწერეთ ბლოგერის გვერდები სადაც თემატურად არის ჩამოთვლილი ყველა ის საჯირო მასალა რაც დაგვჩირდება სამომავლოდ.
Subscribe to:
Posts (Atom)